LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემზე გავლენა მოახდინონ, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან – რამიშვილი

128
-2020-07-23-17-54-01-980813

„ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემზე გავლენა მოახდინონ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან“,-ამის შესახებ განცხადებას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აკეთებს.

როგორც რამიშვილი აცხადებს, ზეწოლა ხორციელდება მისი ოჯახის მიმართაც.

„ჩემს მიმართ თვალთვალი კარგად ორგანიზებულია. დარღვეულია ყველანაირი ზომიერება. ასეთი შეურაცხყოფა, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ მინახავს. პიროვნული კი არა უკვე ოჯახის წევრებზე არიან გადასული. ეს ხდება როგორც სოციალური ქსელების, ისე პირადში მიმოწერის საშუალებით.

უკვე გარდაცვლილ მამაჩემსაც გადასწვდნენ და აგინებენ, რომ ეგეთი შვილი ვყოფილვარ, მარიამ ჯიშკარიანსაც ხომ ლანძღავენ. ჩემი არასრულწლოვანი 14 წლის შვილის და სრულწლოვანი 23 წლის გოგოს მიმართაც ხორციელდება ზეწოლა. ისეთ რაღაცებს კადრულობენ ბავშვი ჭკუაზე აღარ არის. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემზე გავლენა მოახდინონ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან. ​ოფისთანაც კი დავაფიქსირე, რომ მითვალთვალებდნენ და მობილურით მაფიქსირებდნენ, მაგრამ გამექცნენ. ასეთი მასშტაბური ზეწოლა მე არ მინახავს“,-განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილი აცხადებს, რომ ყველა ის პირი ვინც ლახავს მის საქმიან რეპუტაციას, პატივისა და ღირსებას სამართლებრივად აგებს პასუხს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g