LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს: შარლ მიშელი

92
შარლ-მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაქცინაცია ამ მომენტში მთავარი გამოწვევაა.

„კოვიდ 19“-ის პანდემიის პერიოდში ევროპამ აჩვენა და ისევ დაანახებს საქართველოს თავის სოლიდარობას. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მლნ ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა,” – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი „კოვაქს პროგრამის“ მთავარი დონატორია. “ამის წყალობით, იმედია, ვაქცინები საქართველოშიც იქნება. ყველაფერს გავაკეთებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა,” – დასძინა მან.

მიშელის განცხადებით, ევროკავშირის დახმარება უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე კოვიდი. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით,  მთლიანად ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, 800 მლნ ევროს მობილიზება მოხდა, რომელიც ევროკავშირის ბანკის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები