პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი მოსამართლე ჰყავდეს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
“ეს იყო მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმისათვის, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე შევჯერდეთ და ასეთი რამ არ განმეორდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოსამართლით წარმოდგენილი იყოს სტრასბურგის სასამართლში. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. პარლამენტს აქვს თავისი ფუნქციები ამ სფეროში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადო პროცესის საფუძველზე ავირჩიოთ მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში,ამას პარლამენტი ყურადღებას დაუთმობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.