LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი – პრემიერი

113
45168022-465871193820780-2292120940890292224-o

ანაკლიის პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი და რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას

„მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ თავადაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტზე. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულების აღება, იქნებოდა ეს ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თუ ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g