LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ყველაფერს მძიმე შედეგები მოჰყვება – ევროკავშირში სანქციებზე მსჯელობენ

77
604643094547a

„ევროკავშირის სამი მილიარდი ევროს ინვესტიციის პაკეტი ბელორუსისთვის შეჩერდება და გაყინული იქნება, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული არ გახდება“, –  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ოპოზიციონერი ჟურნალისტის გატაცების გამო ბელარუსი მძიმე შედეგებს მოიმკის.

უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას აპირებს

შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.

ბელარუსმა დისპეჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.

ევროკავშირი ამ ნაბიჯს “საავიაციო მეკობრეობას” უწოდებს და ინციდენტის სრულ გამოძიებას მოითხოვს.

ბელარუსი და ლატვია ერთმანეთის ელჩებსა და საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g