LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას იქნება ცნობილი

103
BeFunky-collage (6)

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას უთხრა, რომ ევროკავშირის აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

„დღევანდელი დისკუსიები საშუალებას მოგვცემს, დავასრულოთ ჩვენი შეფასება მომავალი კვირის ბოლომდე“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

“კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის თქვენ ბევრი გააკეთეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო. მაგალითისთვის, კორუფციასთან ბრძოლა”. – აღნიშნა ლეიენმა საერთო კონფერენციაზე.