LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერს საქართველოსთვის ვაკეთებ, ჩემი ცხოვრების აზრია, რომ მე უნდა დავბრუნდე“ – წარმატებული ქართველი მსახიობი, ბონდ მღებრიშვილი ემიგრაციაში წასვლის ისტორიას იხსენებს

513
ფორტუნა (10)

წარმატებული ქართველი კინომსახიობი ბონდ მღებრიშვილი გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად.

მას სახელის გამო, მეტსახელად ჯეიმს ბონდს ეძახიან.

ამერიკულ სერიალ „Law & Order: Organized Crime“ მან ერთ ერთი მთავარი როლი შეასრულა.

„ნოესთან“ ბონდ მღებრიშვილი საქართველოდან წასვლის ისტორიას იხსენებს.

„ოჯახი საქართველიდან 2000 წელს ბელგიაში წავედით. დაახლოებით ხუთი წელია, ამერიკაში, ნოი იორკში ვცხოვრობთ. ჩემი მშობლები ორივე ხელოვანები არიან. მამა პიანისტია, გასული საუკუნის 90-იან წლებში რაღაც მოხდა, ხელშია დაჭრილი და ვეღარ გააგრძელა კარიერა. დღეს როცა ერთად ვართ, ვღერით ზოლმე. ბაბუაც მღერის.

შემიძლია ახლა გიმღეროთ სიმღერა „ბინდისფერია სოფელი“. ისეთი სიმღერაა, რომელიც დასაფიქრებელია. მაფიქრებს იმას, რომ ემიგრანტის ცხოვრება ცოტათი რთულია, როცა შენ ქვეყანას ტოვებ.

ჩვენი მშობლები წავიდნენ და მე და ჩემი ძმა წავყევით. რატომ, არ ვიცოდით. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა ძალიან. ისეთ პერიოდში ჩავედით, სკოლაშიც ვერ შევედით. სულ სახლში ვიყავით. მშობლებს პარკში გავყავდით ხოლმე, მაგრამ მაინც ჩაკეტილები ვიყავით. მერე გავიხსენით და იქაურ ცხოვრებას მოვერგეთ“, – იხსენებს და დასძენს, რომ საქართველოში დაბრუნებას აუცილებლად აპირებს.

„ყველაფერს საქართველოსთვის ვაკეთებ. ჩემი ცხოვრების აზრია, რომ მე უნდა დავბრუნდე საქართველოში!“ – ამბობს ბონდ მღებრიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები