„ყველაფრის პარალელი შეიძლება და „ქოცებსა“ და დავით აღმაშენებლის პარალელი არ შეიძლება, – აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, “ქოცებისგან” განსხვავებით, დავით აღმაშენებელი სულ საომრად იყო ალესილი.
„ყველაფრის პარალელი შეიძლება და „ქოცებსა“ და დავით აღმაშენებლის პარალელი არ შეიძლება. ესენი „აწვებიან“, რომ ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, რომელიც ნამდვილად გვჭირდება, დავით აღმაშენებელი სულ საომრად იყო ალესილი. როგორც კი ტახტზე ავიდა, დაიწყო სამხედრო რეფორმები და ჯარის გაძლიერება…
დავით აღმაშენებელმა გაატარა საგანმანათლებლო რეფორმა, შექმნა გელათის აკადემია. დავით აღმაშენებელმა გელათი ააშენა, „ქოცების“ დროს გელათი – ინგრევა. დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა ყივჩაღები, ბიძინამ ჩამოიყვანა რუსები. რამეში ჰგავს ერთმანეთს?”, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.
