LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ, ვინც საქართველოში 90-იან წლებში ვცხოვრობდით, რაღაც-რაღაცები ვიცით რურუების ოჯახზე: ვახტანგ მეგრელიშვილი

77
ვახტანგ მეგრელიშვილი

“არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველაფერი მსმენია საერთოდ რურუების ოჯახის შესახებ. თავს ხომ არ მოვიტყუებთ.” – პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ამის შესახებ “ქრონიკასთან” საუბრის დროს განაცხადა.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ ყველამ, ვინც 90-იან წლებში ცხოვრობდა, გარკვეული ამბები იცოდა, რადგან ეს ყველაფერი მათ გარშემო ხდებოდა.

პოლიტიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ გარკვეულ საკითხებზე ინფორმირებულობა არაფერთან კავშირში არ არის:

“არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ყველაფერი მსმენია საერთოდ რურუების ოჯახის შესახებ. თავს ხომ არ მოვიტყუებთ. ყველამ, საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, რაღაც-რაღაცები ვიცით. ჩვენ გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის არაფერთან.” – თქვა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g