LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველანი ვგლოვობთ ჩვენს დიდ ოჯახში“ – ჭაბუა ამირეჯიბის შვილთაშვილი გარდაიცვალა

14532
fot (6)

ჭაბუა ამირეჯიბის შვილთაშვილი, ირაკლი ჭარბაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„გარდაიცვალა ჩემი დისშვილი ირაკლი ჭარბაძე.

პანაშვიდები კვირას და ორშაბათს, გასვენება სამშაბათს 2 საათზე.

მისამართი: იამანიძის ქუჩა 12, მე-2 სადარბაზო, მე-2 სართული“. – წერს რუსა ამირეჯიბი.

სამწუხარო ინფორმაციაზე წერს მწერალი ირაკლი კაკაბაძეც და აღნიშნავს, რომ ირაკლი ჭარბაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია.

„ჩვენი უსაყვარლესი იკა.. ულამაზესი და უკარგესი პიროვნება და ჩვენი დის შვილიშვილი.. ორ ბიძასთან ან ბიძაშვილთან ერთად.. საუბედუროდ, ის ჩვენთან აღარ არის.

უდიდესი დანაკარგია ყველასთვის ჩვენთვის. ყველანი ვგლოვობთ ჩვენს დიდ ოჯახში.

 

ჩვენი უსაყვარლესი იკა.. ულამაზესი და უკარგესი პიროვნება და ჩვენი დის შვილიშვილი.. ????. ორ ბიძასთან ან ბიძაშვილთან…

Posted by Ika Kakabadze on კვირა, 07 მაისი, 2023

 

ეს ახალგაზრდა ძალიან დიდი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის..“, – წერს ირაკლი კაკაბაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები