LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას დედას მოვ…ავ, ვინც გზაზე გადამეღობება” – სარალიძის ემოციური გამოსვლა “კვირის აქცენტებში”

1619
zaza saralidze

ზაზა სარალიძის ემოციური გამოსვლა “კვირის აქცენტებში” – მიხეილ კალანდიაზე საუბრის დროს ზაზა სარალიძემ ემოციები ვერ შეიკავა და სტუდიაში ფეხზე წამოდგა. მან თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს მას მოღალატის იარლიყი მიაკეროს.

“ვინც ჩემს წინააღმდეგ წავა და ჩემი შვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩემს უკან არ დგას ჩემი შვილი მარტო, ჩემს უკან დგას ჩემი ქალიშვილი, ჩემი მეუღლე რომელიც ატირებული მელოდება ეხლა, ჩემი შვილის ძმაკაცები, დრეს ჩემი შვილის ძამაკაცმა სული დალია, თქვენ აქ დამდგარხართ და ზაზა სარალიძე მოღალატეაო, თქვენი დედაც მოვ…ან ყველასი, ვინც ჩემზე იძახის მოღალატეაო…. ეს არ არის სამართლის დასასრული, ყველას დედას მოვ…ავ ვინც გზაზე გადამეღობება, მოსაკლავი იქნება მოვკლავ, თუ ესენი ჭეშმარიტებას არ მიიყვანენ მოვკლავ ყველას,” – აცხადებს ზაზა სარალიძე.

მანვე არ გამორიცხა, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული მიხეილ კალანდია რეჟიმის მსხვერპლი იყოს.

საუბრის დროს ანერვიულებულმა ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ საქმის არსებით განხილვამდე ყველა ჟურნალისტმა თავი დაანებოს.

“არც ერთი ჟურნალისტი არ დავინახო ჩემს გვერდით”-ამ ფრაზით დატოვა მან სტუდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები