ყველას გთხოვთ, ვამხილოთ ეს ძალადობა, სისტემური დანაშაული…ჩვენი შვილები არ უნდა გაიზარდონ ასეთ ამბავში, – „ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე 27 ივნისს მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს და საზოგადოებას მიმართავს.
მისი თქმით, ახლა ზეწოლის რაღაც მექანიზმების გამოყენებას შეეცდებიან – გამოძიების წინააღმდეგ.
„ყველას გთხოვთ, რომ ვამხილოთ ეს ძალადობა, ეს სისტემური დანაშაული თუკი რამე საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმი არსებობს და ვიცი, რომ ამ საქმეს აკვირდებიან. ყველას ვთხოვ, ელჩებს, რომ მიაქციონ ყურადღება, ახლა ზეწოლის რაღაც მექანიზმების გამოყენებას შეეცდებიან – გამოძიების წინააღმდეგ, ყველას წინააღმდეგ ვისგანაც კადრებს ველოდებით, ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, რომ არ გატყდნენ. ეს საერთო საქმეა. ჩვენი შვილები არ უნდა გაიზარდონ ასეთ ამბავში”, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა
„მაქვს მოლოდინი ჩემი ხალხისგან და ბიზნესისგან, რომ ამ სამოქალაქო საქმეში გვერდით დამიდგებიან, რადგან ახლა ეს მჭირდება ყველაზე მეტად, რომ გამოიკვეთოს სრული ჭეშმარიტება — ყველას გთხოვთ, ვამხილოთ ეს ძალადობა, სისტემური დანაშაული… ჩვენი შვილები არ უნდა გაიზარდონ ასეთ ამბავში,“ — მიშა მშვილდაძის მიმართვა
Posted by Formula • ფორმულა on Thursday, 29 June 2023