LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება” – კალაძე ბიზნესმენების “ტერორზე”

352
_MG_1455 (1)

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის მიმართვას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, 2012 წლიდან არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს.

მანვე აღნიშნა, თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან.

„თუ ვიღაც კონკრეტული პიროვნება რაიმეს კანონის საწინააღმდეგოს და არასწორს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება. რა თქმა უნდა, გამოძიება ობიექტური იქნება,” – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, „ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ვასილ სოფრომაძემ პოლიტიკოსებს მიმართა. ვიდეომიმართვაში, რომელსაც ვასილ სოფრომაძე ავრცელებს, ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს. 

ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს - ვასილ სოფრომაძის მიმართვა [ვიდეო]

"ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ," - აცხადებს სოფრომაძე

ამასთან ვიდეომიმართვაში, ხელისუფლების მხრიდან არასათანადო დამოკიდებულებაზე ისაუბრა თამაზ ელიზბარაშვილმაც. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g