LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ახლობელი ადამიანისთვისაც მერიდებოდა მეთქვა, რომ შველა მჭირდება… ჩემი თავის მრცხვენოდა“ – ზალიკო ბერგერის გულახდილი ინტერვიუ

823
ზალიკო ბერგერი

ზალიკო ბერგერი „პრაიმ ტაიმთან“ საუბრობს, როგორ დაანება თავი ნარკოდამოკიდებულებას.

„შემიძლია უკვე ვთქვა, რომ საბოლოოდ გამოვფხიზლდი, სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი ბალიზე. ახლა აღარ მრცხვენია საუბარი, რომ დამოკიდებული ვიყავი. ალკოჰოლი სულ მიყვარდა. ნარკოტიკი მეზიზღებოდა. მაგრამ რაღაც მომენტში კოკაინი გავსინჯე. ვთვლიდი, რომ კოკაინი ნარკოტიკი არაა. (დეტალებში იმიტომ ვყვები, ხალხი მიხვდეს და გაიგოს რამდენად უარყოფითი ხდება პირველი გასინჯვის მერე). ხდები დამოკიდებული, გეწყება შფოთვები და ხარ ძალიან ცუდად.

პირველად თურქეთში გავსინჯე. არ მომეწონა, ამას ისევ დალევა ჯობია- მეთქი ვთქვი… სარეაბილიტაციო ცენტრში გავიგე, რომ ხალხი ბავშვობაში სინჯავს და რაღაც პერიოდის მერე ანებებს თავს და მე ძალიან სიბერეში მომივიდა დაწყება.

ყველაზე ახლობელი ადამიანისთვისაც მერიდებოდა მეთქვა, რომ შველა მჭირდება… ჩემი თავის მრცხვენოდა. არ უნდა შეგრცხვეს, უნდა თქვა, რომ დახმარება გჭირდება. პანდემია „დამეხმარა“ რომ დამოკიდებული გავმხდარიყავი.

ბოლოს სულ ვლოცულობდი, აღარ მინდოდა დამოკიდებული ვყოფილიყავი, ფხიზელი ყოფნა მინდოდა.

რომ მეგონა რომ ნარკოტიკს რადგან ვყნოსავდი და არ „ვიჩხერდი“, ნარკომანი არ ვიყავი და ასე არ ყოფილა, იგივეა მოსაწევიც, ტვინს ანგრევს. მოსაწევის გადაგდება ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე რთული. გირჩევთ, არანაირი ნარკოტიკი არ გასინჯოთ არასდროს“, – ამბობს ზალიკო ბერგერი.

ვიდეო: „ყველას ვურჩევ, არასდროს გასინჯონ. ფხიზელი ცხოვრება ყოფილა კარგი… ნარკოტიკმა ისეთ დონეზე მიმიყვანა, რომ ვერაფრით ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას…“ – ზალიკო ბერგერი ნარკოდამოკიდებულებისგან განიკურნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g