LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე აქტიური მიმართულება ამჯერად IT სფეროა, დიდი მოთხოვნაა დეველოპერებზე“ – Hr.ge

11
shutterstock-717006844-scaled

„ვაკანსიების რაოდენობა დღითიდღე იმატებს, თითქმის დავუბრუნდით იმ ნიშნულს, რაც გვქონდა პანდემიამდე.“-ამის შესახებ „ბიზნესკურიერის“ ეთერში Hr.ge-ს წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიამდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ არსებულ ვითარებას, ბაზარზე 10%-იანი კლება ფიქსირდება.

ამ ეტაპზე საიტზე ხელმისაწვდომია 3200 ვაკანსია, აქედან წინა კვირას ჯამში განთავსდა 1300 ვაკანსია.

ყველაზე აქტიური მიმართულება ამჯერად IT სფეროა, დიდი მოთხოვნაა დეველოპერებზე.

მათ შორის გამოჩნდნენ ბაზარზე კომპანიები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ აქტიურები საქართველოში.

„მოთხოვნა IT მიმართლებით საკმაოდ მაღალია, ვიტყვი, რომ კონკურენციიდან გამომდიანრე ანაზღაურებაც აქვთ საკმაოდ მაღალი, რადგან კადრების რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე მოთხოვნაა.“-აღნიშნა ინგა შახბაზიანმა „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g