კრიშტიანო რონალდოს საცოლემ, ჯორჯიანა როდრიგესმა გამოცემა ELLE-ს გარეკანი დაამშვენა. ფოტოსესიისთვის მან მუქი ფერის ტანისამოსი მოირგო. მთავარ ფოტოზე კი მას შავი ვუალი ამშვენებს.
ინტერვიუში მან იმ ტრაგიკულ მომენტზე ისაუბრა, რომელიც წყვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში გადაიტანა.
„ყველაზე ბედნიერი მომენტი, ყველაზე სევდიანად იქცა, ეს ისაა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება და არასდროს დამტოვებს, ჩვენ ამ ტკივილს ვერასდროს დავივიწყებთ“, – ამბობს 28 წლის მოდელი.
შეგახსენებთ, ჯორჯიანა და კრიშტიანო ტყუპებს ელოდებოდნენ, მშობიარობის შემდეგ ახალშობილის მდგომარეობა გართულდა. წყვილს ახალშობილი ვაჟი გარდაეცვალა.