LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ჭარბწონიანი ხალხი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

195

ჭარბწონიანობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო სერიოზულ სახეს იძენს. რადიო თავისუფლების ევროპულმა  ნაწილმა საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ჭარბწონიანი ხალხი გამოავლინა.

რეიტინგი ორ ნაწილად გაიყო და ამა თუ იმ ქვეყანაში ქალისა და მამაკაცის ჭარბწონიანობის პროცენტული მაჩვენებლები წარმოადგინა.

პირველ ადგილზე ლიტვა გავიდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში ორივე სქესის წარმომადგენლებში ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. ბოლო ადგილზე ტაჯიკეთი იმყოფება, აქ ქალებსაც და მამაკაცებსაც ჭარბწონიანების პრობლემა ყველაზე ნაკლებად აქვთ.

12936557_10154174437064575_1134793120451197464

რაც შეეხება საქართველოს, როგორც მოსალოდნელი იყო, ქალებში სიმსუქნის პრობლემა აქ მამაკაცებისას აღემატება. ჩვენს ქვეყანაში ზედმეტ წონას სუსტი სქესის წარმომადგენლების 22,3, ხოლო ძლიერი სქესის – 16,3% ებრძვის.

რაც შეეხება ზოგადად, მსოფლიოს მონაცემებს, „ფორბსის“ ინფორმაციით პირველ ადგილზე 94,5%-ით ნაურუ იმყოფება, ბოლოზე კი – ერითრია 4,4%-ით. საქართველო ცნობილი გამოცემის რეიტინგში 194-დან 113-ე ადგილზე, 44,8%-ით გავიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები