Fiat Chrysler Automobiles–მა ტანსაცმლის ხაზის გამოშვება გადაწყვიტა. ასორტიმენტი უცნაურ აქსესუარებს, ჩანთებს, დამცავ ნიღბებს და ძალიან უშნო ჯემპრებსაც მოიცავს.
გარდა ტრადიციული საშობაო ფიფქებისა, ავტომწარმოებელმა ტანსაცმელზე ძრავი HEMI V8 426 Elephant–ის დახატვაც გადაწყვიტა. 7 ლიტრის მოცულობის აგრეგატი თავდაპირველად NAscar–ის რბოლებისთვის შეიქმნა, 1960–1970 წლებში მას Dodge Charger–ს, Plymouth Barracuda–ს და Dodge Challenger–ს უმონტაჟებდნენ.
საავტომობილო ისტორიის ამსახველი სამოსის შეძენა აშშ–ში 55 დოლარად იქნება შესაძლებელი.
ავტომწარმოებლის ახალი ხაზი ასევე მრავალჯერად პირბადეებსაც მოიცავს და მათი ფასი 6 დოლარია. ასორტიმენტშია ქალისა და მამაკაცის ჰუდები, ბიჟუტერია, ჩანთები და სხვა აქსესუარები.