ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელებს შორის ლიდერობს.
”სიტის” თავკაცის ხელფასი 18,2 მილიონი ევროა.
ესპანელს მისი ყოფილი კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი მოყვება, რომელიც მიუნხენის ”ბაიერნში” 15 მლნ ევროს იღებს. მესამეა გვარდიოლას მთავარი კონკურენტი, მეორე მანჩესტერული გრანდის განსაკუთრებული სპეციალისტი – ჟოზე მოურინიო: 14,67 მლნ ევრო.
მე-4-დან მე-10 პოზიციამდე ადგილები ასეა განაწილებული:
4. არსენ ვენგერი (არსენალი) – 10,6 მლნ ევრო
5. ლუის ენრიკე (ბარსელონა) – 8,58 მლნ ევრო
6. იურგენ კლოპი (ლივერპული) – 8,35 მლნ ევრო
7. ანტონიო კონტე (ჩელსი) – 7,87 მლნ ევრო
8. რონალდ კუმანი (ევერტონი) – 7,15 მლნ ევრო
9. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) – 6,08 მლნ ევრო
10. ზინედინ ზიდანი (რეალი) – 5,48 მლნ ევრო