ყველაზე ძვირადღირებული Bugatti, რომელშიც Volkswagen-ის ყოფილმა დირექტორმა 16 მილიონი ევრო გადაიხადა სრულად განახლდება. ავტომობილს ომის დროინდელი კუპეს Atlantic-ის მდიდრულ ინტერპრეტაციად აქცევენ. ამის შესახებ ინფორმაცია ფრნაგულმა მწარმოებელმა სოც-ქსელში პოსტით გაავრცელა.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 57 SC Atlantic-ის აღდგენა შეუძლებელია, თუმცა არსებული ავტომობილის ტრანსფორმირება შესაძლოა ძალიანაც რეალური იყოს. მანამდე კი მწარმოებელმა მოდელის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური მასალა გაავრცელა.
საინტერესოა, რომ თავის დროზე სულ 4 Bugatti Type 57 SC შეიქმნა და მათგან ჩვენს დრომდე მხოლოდ სამმა მოაღწია. ერთ-ერთი „ატლანტიკი“ 2010 წელს აუქციონზე გამოიტანეს და უცნობმა კოლექციონერმა ის 30 მილიონ დოლარად შეიძინა.