LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ძვირადღირებული Ferrari ხელოვნების ნიმუშად აღიარეს

199
ferrari22news19

იტალიურმა სასამართლომ Ferrari 250 GTO ხელოვნების ნიმუშად აღიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოდელი სამუდამოდ ერთადერთ ეგზემპლარად უნდა დარჩეს და მისი ასლის შექმნა აკრძალულია.

სასამართლო გარჩევის მიზეზი კი Ferrari-ს სარჩელი გახდა. საქმე ისაა, რომ კომპანია Modena-მ ლეგენდარული სპორტქარის გაცოცხლება გადაწყვიტა, რამაც იტალიური მწარმოებელი ძალიან გააღიზიანა. პროტესტი მოსამართლემაც გაიზიარა და მოდელს საპატიო სტატუსი ძარის განსაკუთრებული ხაზებისა და დიზაინის ესთეტიკური ელემენტების გამო მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იტალიაში პირველად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ორიგინალი მოდელი შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 36 ცალი, 1962 წლიდან 1964 წლამდე გამოდიოდა. მაშინ კუპე 18 ათასი დოლარი ღირდა, რამდენიმე წელიწადში კი ფასი ათობით მილიონით გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g