LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყველაზე კარგი წამალი არის დადებითი ემოციები! ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ” – პროფესორი გიორგი ფხაკაძე

3634
fxakadzegiorgi2012-2020-12-28-09-32-08-968632

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგი ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს და საჭირო რჩევებს გასცემს.

პროფესორი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საზოგადოება უნდა ეცადოს შეინარჩუნონ პოზიტივი, აგრესია შეაჩერონ და დადებითი ემოციები გამოხატონ.

„ვიღაცაზე თუ ხართ გაბრაზებული, გთხოვთ ნუ ბრაზდებით, ეს ბრაზი ისევ თქვენში რჩება, არსად არ მიდის, ბრაზი თქვენზე და თქვენს იმუნურ სისტემაზე მოქმედებს ცუდად. როგორც ექიმი გეუბნებით, თქვენს იმუნურ სისტემას გაუფრთხილდით!

ყველაზე ძლიერი იარაღი არის ჩვენი იმუნური სისტემა და ჩვენი იმუნური სისტემის დაცვის საუკეთესო მექანიზმი არის, როცა შინაგანად ხართ განწყობილი პოზიტიურად, ეს პოზიტიური განწყობა არის საუკეთესო ვიტამინი და წამალი.

ნუ გახდებით აგრესიულები, თუ გაქვთ აგრესია გთხოვთ კარგ რამეზე იფიქროთ, ნუ გადაიტანთ აგრესიას სხვა ადამიანზე, ის ადამიანიც ცოდოა, ისიც მონაწილე ხდება ამ აგრესიის. პირიქით, შეაჩერეთ ეს აგრესია. აგრესიაზე აგრესიით ნუ უპასუხებთ. მთავარი ადამიანი, ვინც შეიძლება შეაჩეროს აგრესია ხართ თქვენ!

ხშირად მეკითხებიან თუ რა წამალი და რა ვიტამინი შეიძლება მივიღოთო.

ყველაზე კარგი წამალი არის დადებითი ემოციები! ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ, მარტო თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.

არ თქვათ, რომ არ შეგიძლიათ, მე ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ნამდვილად ძალიან ღარიბია და გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ მაინც პოზიტიურ განწყობას ავრცელებს, მე ეს მაქვს ნანახი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g