LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ლამაზ დამნაშავეს და Topshop-ის მემკვიდრეს რომანი აქვთ

52

„ყველაზე ლამაზი დამნაშავე“ ჯერემი მიქსი უკვე პოდიუმის ვარსკვლავია. ის ხშირად ჩნდება პრიალა ჟურნალების გარეკანზეც, ინტერესი კი მის მიმართ საკმაოდ მაღალია. ცნობილია, რომ ჯერემის მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამის შესახებ განსკუთრებით მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მიქსი ცოლს ქლოე გრინთან, მილიარდიანი ქონების მემკვიდრესთან ღალატობს.

ქსელში გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც მიქსი Topshop-ის მეპატრონის, ფილიპ გრინის ქალიშვილს კოცნიდა.

ცნობილი ხდება, რომ მათ ერთმანეთი კანის კინოფესტივალზე გაიცნეს. ცოტა ხნის წინ, ქლოემ ჯერემისთან და მის მენეჯერთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა წარწერით: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაფასებს სიყვარულსა და სიძულვილს.

ამ თემაზე სხვა კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები