ამერიკის ყველაზე ლამაზი დამნაშავე, ჯერემი მიქსი დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს. ლონდონში ის მოდის ჩვენებასა და ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩაფრინდა, თუმცა საზღვრის კონტროლის თანამშრომლებმა 8 საათიანი ლოდინის შემდეგ ის ქვეყანაში არ შეუშვეს და უკან, სამშობლოში გააბრუნეს. მისი მენეჯრის განცხადებით, ყველა დოკუმენტი მწყობრში იყო, ამიტომ ვერ გაიგეს, რა მოხდა ამჯერად, რადგან არავის არაფერი აუხსნია.
შეგახსენებთ, რომ მიქსი ცნობილი 2014 წელს გახდა, როდესაც პოლიციამ მისი, როგორც დამნაშავის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჯერემის ბრალად იარაღის უკანონოდ შენახვა ედებოდა. ფოტო ვირუსულად მოედო მთელს ინტერნეტს, სიმპატიურმა პატიმარმა კი მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა.
მიქსმა საპატიმრო 2016 წელს დატოვა და მოდელის კარიერა დაიწყო. ის ნიუ-იორკის მოდის კვირეულშიც მონაწილეობდა.