მილანში მოდის კვირეული „დოლჩე და გაბანას“ გრანდიოზული ჩვენებით დასრულდა. თუკი გასულ წელს, ცნობილმა დიზაინერებმა პოდიუმზე გასვლა რუსი მილიონერების ცოლებს სთხოვეს, წელს შოუ ტრადიციულად დასრულდა – ტანისამოსი პროფესიონალ მოდელებს ეცვათ. მათ შორის იყო „მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგოდ“ აღიარებული – 16 წლის ფრანგი ტილან ბლონდო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ გოგონა თავის ჩვენებაზე მოიწვიეს. მისი დებიუტი ლეგენდარულ ბრენდთან თებერვალში მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა.