LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის ბიუნდხენი ლიდერობს

179
“ფორბსმა“ 1014 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისის პერიოდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები დაასახელა.გამოცემის მიხედვით, რეიტინგის სათავეში ბრაზილიელი ჟიზელ ბიუნდხენია, მისი შემოსავალი 44 მლნ დოლარია. მეორე ადგილზე არიან კარა დელევინი და 34 წლის ადრიანა ლიმა, „ფორბსის“ მონაცემებით მათ 1 წლის მანძილზე 9 მლნ დოლარი გამოიმუშავეს.

მესამე ადგილზეა ჰოლანდიელი დაუტცენ კრუსი. იგი კომპანია Tiffany & Co-ს სახეა, მოდელის შემოსავალმა $7,5 მლნ-ს მიაღწია.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების ხუთეულში შევიდა რუსი ნატალია ვოდიანოვა, რომელმაც 1 წლის მანძილზე 7 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

რეიტინგში არიან ასევე მირანდა კერი და ჯოან სმოლსი (5.5 მლნ დოლარით), ლარა სტოუნი, ალესანდრა ამბროსიო და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები