LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის „ევერესტის“ გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

675
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით საფინანსო ინსტიტუტი ოლიმპიადის „ევერესტის“ მხარდამჭერია.

წელს ყველაზე მასშტაბური მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ:

  • ნიკოლოზ ხატისაშვილი, ქ. მცხეთის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე;
  • ნიკოლოზ შამუგია, ქ. თბილისის N126 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე.

შეგახსენებთ, წელს „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადაზე 14 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა, ტესტი კი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ წერა.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი; საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g