LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ამნისტიით ხდება, ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულია: შალვა პაპუაშვილი

74
შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” წევრისა და დეპუტატ, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ამნისტირებული არ იქნება, შესაბამისად, მისივე თქმით, ამნისტირებული უშუალოდ ასეთი ბრძანების მიმცემები არ იქნებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას უპასუხა – ხურავს თუ არა „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტი შესაძლებლობა , თუკი მომავალში  20 ივნისთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული გამოვლინდება, ეს გამოძიებული იყოს და დამნაშავე პირები დაისაჯონ.

პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის პროექტი ევროპული კონვენციის მუხლებით არის შეზღუდული და არ ვრცელდება ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

„პირობითად რომ ვთქვათ, რომ ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლე და ა.შ. ეს გადის ამ მუხლში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ იყო გაცემული ზოგადი ბრძანება, კანონებს გარეთ გასული დემონსტრაცია უნდა შეწყვეტილიყო, ამას არ ეხება ეს მუხლი და

ეს არ არის იმ სიმძიმის დანაშაული, როგორიც მაგალითად ნიკა მელიას დანაშაული, ასე შევხედოთ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დეპუტატის სიტყვებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმება მთავარ საკითხში ვერ ხერხდება – უნდა იყოს თუ არა ამნისტია გვერდის გადაფურცვლა. მისივე თქმით, მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ამნისტია მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, არის მანიპულაცია და ტყუილი.

“ჩვენ ვიცით, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება მთლიანად ეს იყო და მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ სულისკვეთებით ამოვდივართ, როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე და ჩვენი პროექტი სწორედ ასეთია, რომ ეს იყოს ამ საკითხის დახურვა, გარდა ისეთი დანაშაულისა, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ამნისტიის ნაწილი, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება საკითხს, შეეხოს თუ არა მხოლოდ მიმდინარე საქმეებს, თუ იყოს ზოგადი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ეს მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, არის მანიპულაცია და ტყუილი,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g