ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა უფრო ძლიერი, უფრო განიერი და სწრაფი ახალი Mercedes AMG C 68 Coupe! კომპანიამ ტრადიციული თავდაჯერებლობით წარმოგვიდგინა ახალი V8 ძრავზე მომუშავე ავტომობილი, რომელიც მათი თქმით, ყველაზე სწრაფი C Class იქნება ამ ეტაპისთვის. მისი გაყიდვები 2016 წლის 16 მარტიდან დაიწყება.
ახალი C Class წარმოდგენილი იქნება ორი ვარიანტით, C 63 da C63 S. ახალი მოდელი ძველისაგან ვიზუალურადაც იქნება განსხვავებული. გარდა AMG-სთვის დამახასიათებელი დეტალებისა, ავტომობილის წინა ნაწილი 64 მილიმეტრით მეტი იქნება, ხოლო უკანა ნაწილი 66 მილიმეტრით. ოფიციალურად ამ მოდელისთვის გაუმჯობესდა სავალი ნაწილი, უკანა ღერძს კი დიფერენციალის მექანიკური ბლოკირება ექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოდელს ინჟინრებმა 3 საფეხურიანი ESP უსახსოვრეს: ESP ON, Sport Handling Mode და ESP Off.
C63-სა და C63S–ში 4 ლიტრიანი V8-Biturbo ძრავი იმუშავებს, რაც განაპირობებს C63-ისთვის 476 ცხენის ძალას, ხოლო სპორტ ვერსიისთვის 510 ცხენის ძალას და როგორც გვპირდებიან სპორტული ვერსია ახალი C63S-ი 100კმ/სთ-ს 3,9 წამში განავითარებს, რაშიც მას 7 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი დაეხმარება. რაც შეეხება საბაზრო ფასს, სავარაუდოდ სპორტ ვერსია 77ათასი ევრო, ხოლო ჩვეულებრივი 70 ათასი ევრო იქნება.