LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე გამხდარიყო დედა – ცრემლები წამოუვიდოდა ხოლმე, დედა არ უნდა გავხდეო? სიყვარულით მოვდივართ აქამდე და პატარა იოანე მოგვივლინა უფალმა…“ – 20 წლიანი ლოდინის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და ფეხით გავლილი გზა თბილისიდან მარტვილამდე

341
ილია არჩუაძე

20 წლიანი ლოდინის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი, იოანე და 5 დღე-ღამე ფეხით გავლილი გზა თბილისიდან მარტვილამდე – ტელეკომპანია „რუსთავი ორი“ ილია არჩუაძის ოჯახის ახდენილ ოცნებაზე გვიყვება.

ნანატრი შვილის მამა ამბობს, რომ მთავარია რწმენა. მისი თქმით, უფალმა უკეთ იცის როდის მოავლენს ამ სასწაულს.

„20 წელი შვილი არ გვყავდა, ტაძარში დავდე პირობა, რომ მე და ჩემს მეუღლეს თუ შვილი შეგვეძინებოდა, თბილისიდან მარტვილამდე ფეხით ჩამოვაბრძანებდი მამა გაბრიელის ხატს. რომ გავიგე მამა ვხდებოდი, მთლიანად გამეთიშა გონება, გავიყინე ადგილზე, მთელი სანათესავო ვტიროდით, ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ ჩემი მეუღლე გამხდარიყო დედა. ცრემლები წამოუვიდოდა ხოლმე, დედა არ უნდა გავხდეო? ურთიერთ სიყვარულით მოვდივართ აქამდე და პატარა იოანე მოგვივლინა უფალმა…“ – ამბობს ილია არჩუაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g