დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება.
„ძალიან დამამწუხრებელია მთელი ეს პროცესი, რადგან ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს საპატრიარქო და საქართველოს ეკლესიაა იმიტომ, რომ იმ დღიდან, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმე დაიწყო, დაიწყო გაუთავებელი საუბრები, რომელმაც მთელ მოსახლეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.
ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. რაც შეეხება მამა გიორგის, მთელი საპატრიარქო ლოცულობს მისთვის. ვითხოვთ უფლისგან, რომ მას ჰქონდეს წყალობა, მხნეობა, რომ ამ განსაცდელს გაუძლოს,“ – განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.
მანვე საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.