LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მსხვილი ფინანსური ჩავარდნები

149

ვის არ მოსვლია შეცდომა: ფაქტობრივად არ არსებობს დარგი და ადამიანი, ვინც გაუთავებლად მუშაობს და პატარა შეცდომა მაინც არ მოსვლია ან არ მოუვა. ასე ხდება მსხვილ კომპანიებში. ზოგს გათვლებში ეშლება, ზოგს დაგეგმვასა და რისკებში, ზოგს უკვე მიმდინარე საქმიანობისას დაუცდება ფეხი. ამ ყველაფერს დიდი ზარალიც მოაქვს ხოლმე, მაგრამ ესეც ბიზნესის და ცხოვრების წესია.

 

ტორონტოდან კვიპროსში 33 დოლარად


იტალიურმა ავიოკომპანიამ Alitalia-მ, საკუთარ ვებ-საიტზე ტორონტო-კვიპროსის რეისის საფასურის მითითებისას შეცდომა დაუშვა და რეალური 3300 დოლარის ნაცვლად, ბიზნეს-კლასის ბილეთის ფასად 33 დოლარი მიუთითა (2006 წლის აპრილი). შეცდომის აღმოჩენამდე დაახლოებით 2 000 ბილეთი გაიყიდა, დანაკარგის ამოღება კი, შეუძლებელი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ბილეთით ყველა მგზავრმა არ ისარგებლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიის ზარალი 7,72 მლნ. დოლარს მიაღწევდა.
New Coke Coca-Cola-ს ფიასკოდ იქცა


1895 წელს Coca-Cola-მ ახალი გამაგრილებელი სასმელი New Coke გამოუშვა, რომელსაც 1992 წელს სახელი შეეცვალა და Coca-Cola II დაარქვა. ნოვაციამ ნამდვილი ბუმი გამოიწვია და ნეგატიური საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია. Coca-Cola-ს სათაო ოფისში უამრავი იმედგაცრუებული მომხმარებლის წერილი შევიდა, ცხელ ხაზზე კი, ფსიქოლოგმა იმ უკმაყოფილო მომხმარებლს უპასუხა, რომელთა რეაქციაც ხშირად ”უახლოესი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სტრესს ჰგავდა”. ახალი სასმელის მარცხის მიზეზი არა მისი გემოვნური თვისებები, არამედ სახელწოდება იყო, რომელიც წლების მანძილზე უცვლელად რჩებოდა. სამ თვეში ბრენდმა ძველი Coke დააბრუნა. შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა, რამაც გააჩინა ეჭვი, თითქოს მაქინაცია წინასწარ იყო დაგეგმილი.
AT&T-ქსელის შეფერხება


1990 წელს, ამერიკული კომპანიის AT&T-ს 114 ცენტრიდან ერთ-ერთში, მოწყობილობის მცირე მექანიკური გაუმართაობის წყალობით, 75 მლნ. ზარი დარჩა უპასუხოდ. მანამდე კომპანია საკმაოდ საიმედოდ მიიჩნეოდა, მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს ემსახურებოდა და დღეში სულ მცირე 115 მლნ. ზარს პასუხობდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეფერხების მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაცია იყო, თუმცა, როგორც ამერიკულმა ავიახაზებმა განაცხადეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომა მათ 200 ათას ვერ გაყიდულ ბილეთად დაუჯდათ.
ხმის ჩამწერმა კომპანია Decca-მ ვარსკვლავები ვერ ამოიცნო

ხმის ჩამწერი კომპანიის Decca-ს ლონდონური ოფისის წარმოადგენლებმა, მაიკ სმიტი და დიკ როუ, რომელთაც ახალი ტალანტების აღმოჩენა ევალებოდათ, 1961 წლის 13 თებერვალს ლივერპულში გაემგზავრნენ ადგილობრივი ჯგუფის სანახავად. სმიტს ჯგუფი მოეწონა და ლონდონში ახალი წლის ღამის წვეულებაზე მიიწვია. ლონდონში ჩაფრენილმა მუსიკოსებმა 2-საათიან წარმოდგენაზე 15 სიმღერა შეასრულეს და იმედით, რომ მალე მათთან კონტრაქტს გააფორმებდნენ, შინ დაბრუნდნენ. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, დიკ როუმ ჯგუფის მენეჯერს პასუხი მისწერა და უარის მიზეზი აუხსნა, მისი აზრით ახალი ჯგუფი ძალიან ჰგავდა უკვე არსებულ The Shadows, მოდა 4 გიტარისტზე კი, უკვე გასული იყო. ჯგუფი რა თქმა უნდა, The Beatles იყო, რომელმაც მოგვიანებით კონტრაქტი ხმისჩამწერ კომპანიასთან EMI-სთან გააფორმა.
Ford და ფუჭად გადაყრილი 350 მლნ დოლარი


1950-იან წლებში, საკუთარი Thunderbird-ის პოპულარობის ტალღაზე, „ფორდმა“ ახალი მოდელი გამოუშვა, რომელსაც ჰენრი ფორდის შვილის პატივსაცემად Edsel დაარქვა. Edsel ავტოწარმოებაში ყველაზე მარცხიან მოდელად იქცა, ნეგატიურად შეფასდა მისი სტილი და მსგავსება ძველ, უკვე არსებულ მოდელებთან. მცირელიტრაჟიანი ავტომობილების პოპულარობის ფონზე, Edsel ზედმეტად მასშტაბური და ზედმეტად ძვირი იყო, რამაც მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია. მართალია, ფორდმა 350 მლნ. დოლარი ჩადო მოდელის შექმნაში, მაგრამ 1959 წელს იძულებული გახდა საერთოდ შეეწყვიტა მისი გამოშვება. კომპანიამ სწრაფად აინაზღაურა ზარალი, მისი შეცდომა კი, უნივერსიტეტის პროგრამაში შევიდა, როგორც არასწორი დაგეგმვის და მომხმარებლის ინტერესის გაუთვალისწინებლობის საუკეთესო მაგალითი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g