LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე ნალექიანი ადგილი კავკასიაში – მტირალას ეროვნული პარკი ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის

718
ipiccy-image

ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარე მტირალას ეროვნული პარკი ყოველთვის იქცევდა ვიზიტორთა და ბუნების დამცველთა ყურადღებას. სწორედ მისმა უნიკალურმა კოლხურმა ტყემ და უიშვიათესმა ბუნებამ განაპირობა ის, რომ მტირალას ეროვნულ პარკს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 15 698,80 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის ტერიტორია 100%-ით გაუვალი ტყითაა დაფარული, ტერიტორიაზე ძირითადად გავრცელებულია კოლხური ტყე.

მტირალას ეროვნული პარკი ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის, რაც ხაზს უსვამს მისი დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას.

მტირალას ეროვნული პარკი გამოირჩევა ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლებისა და უხერხემლო ცხოველების, მათ შორის ენდემური, რელიქტური და გლობალურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და ჯგუფების მრავალფეროვნებით, რაც მსოფლიო მნიშვნელობის ღირებულებას წარმოადგენს.

მტირალას ეროვნული პარკი კავკასიაში ყველაზე ნალექიანი ადგილია. ტერიტორია გამოირჩევა მდიდარი მცენარეული საფარით, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების სიმრავლით.

აღსანიშნავია, რომ მტირალას ეროვნული პარკი მოიცავს კოლხური ტყეებისთვის დამახასიათებელ ყველა ელემენტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g