LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე რთული ყოფილა, როდესაც ცხედარიც არ არის… მამიდას შევპირდი და დავაბრუნებთ კიდევაც“ – ხათუნა ხოფერია გარდაცვლილ ძმაზე

343
ხოფერიააა

ყველაზე რთული ყოფილა, როდესაც ცხედარიც არ არის – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ უკრაინაში ბრძოლის დროს დაღუპული ძმის, ბახვა ჩიქობავას შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ხოფერიამ „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, ძმის ცხედარს აუცილებლად დააბრუნებენ.

„ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს უნდა ელოდე, ყველაზე ცუდი ყოფილა როცა ცხედარი არ არის. ახლა იერუსალიმში ვიყავი და მოსახსენებელშიც ცოცხლებშიც და მიცვალებულების (მოვიხსენიე). მე არ ვარ ადამიანი, რომლებიც ძალიან ეჭიდებიან, მაგრამ როცა იმედის ნაპერწკალია. ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით, რა ვითარებაში გარდაიცვალა. არის ცნობა, მისმა მეგობარმა თქვა, რომ ბრძოლაში დაიღუპა, ის გადაეფარა ახალგაზრდა ჯარისკაცებს, ოღონდ მეგობარიც ჰყვებოდა სხვა ჯარისკაცის მონაყოლს. ამის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა, რაღაც კონტაქტებზე გავედით. მე მქონდა კონტაქტი უკრაინის გენშტაბთან. საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს ვესაუბრე, რომ გამეგო ზუსტი თარიღი, ვითარება და ლოკაცია, სად გარდაიცვალა. იქ მითხრეს საერთოდ სხვა რამ, რომ ის დაიღუპა გმირულად, გადადიოდა შტურმზე და ამ დროს აფეთქდა ნაღმზე. შესაბამისად, გვითხრეს, რომ არ ვიცით სად არის.

ასეთი სადარდებელი გვაქვს, მე მამიდას შევპირდი, მისი ოჯახი, ჩემი შვილები ყველაფერს გავაკეთებთ, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ძაფზე დაკიდებული იმედი კიდევ გვაქვს და ამ იმედით ვართ. დავაბრუნებთ კიდევაც, ყველაფერს გავაკეთებთ საამისოდ“ – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g