LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სანდო ავტომობილების რეიტინგი გამოქვეყნდა: Tesla Model 3 აუტსაიდერთა შორისაა

120
tesla-model-3

გერმანელმა ექსპერტებმა ყველაზე სანდო ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. ორგანიზაცია TUV SUD-მა იმ კრიტიკული დეფექტების სტატისტიკა შეისწავლა, რომელიც სხვადასხვა წლებში ავტომობილების ტექნიკური მომსახურების დროს გამოვლინდა. კვლევამ 10 მილიონზე მეტი მანქანა მოიცვა და რეიტინგში მოდელები ექსპლუატაციის ვადის მიხედვით გაანაწილეს. 2 და 3 წლიან ავტომობილთა შორის ბოლო ადგილზე Tesla Model 3 გავიდა, ყველაზე სანდო მანქანად კი გერმანელებმა Volkswagen Golf Sportsvan დაასახელეს.

ყველაზე სანდო 2 და 3 წლიან მანქანათა სრული სია ასე გამოიყურება:Volkswagen Golf Sportsvan (2%-იანი დაზიანება), Audi Q2 (2,1%) და TT (2,5 %). ბოლო ადგილზე გავიდნენ –  Tesla Model 3 (14,7 %), Dacia Logan (11,4 %) და Seat Alhambra (10,3 %).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები