საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებმა დაადგინეს, თუ რომელი ბრენდების ავტომობილები ხვდებიან ავარიებში ყველაზე ხშირად. ფატალური შედეგის მთავარი სამი მიზეზი კი სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლი და ნარკოტიკი ხდება ხოლმე.
კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ სხვადასხვა მწარმოებლებს სხვადასხვა ტიპის შემთხვევები ემართებათ. მაგალითად, Infiniti-ს შემთხვევაში, ყოველი მესამე ავარია სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება, ყოველი მეორე ალკოჰოლის ბრალია, ხოლო ინციდენტთა 5% კი ნარკოტიკული საშუალებების დამსახურებაა.
ბრენდი Acura-ს, Mercedes-Benz-სა და Lexus-ის ანგარიშზეც ბევრი უბედური შემთხვევა ირიცხება. სწორედ ამიტომ, ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ გზებზე არასწორი ქცევა ძირითადად მდიდრული ავტომობილების მძღოლებს ახასიათებთ. ამას მოწმობს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც გზაზე სიკვდილიანობის 27% სწორედ ლუქს ტიპის ავტომობილებს უკავშირდება, მასობრივი სეგმენტის მოდელებში კი მაჩვენებელი მხოლოდ 25%-ია.