LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე სრულყოფილი“ Land Rover 300 ათას ფუნტ სტერლინგად იყიდება

203
jeep-news-2121

ექსკლუზიური ავტომობილების ბრიტანელი დილერი უნიკალურ Land Rover Defender SVX ‘Spectre’ 4×4 Utility-ს ყიდის. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელიც „სრულყოფილი“ ტუნინგის მაგალითად მოყავთ ხოლმე. ყველგანმავალი სპეციალურად ჰოლივუდისთვის შეიქმნა და არაერთ ფილმშია გადაღებული. მათ შორის არის აგენტი ჯეიმს ბონდიც, რომელმაც 3 ასეთი ავტომობილის დამტვრევა უკვე მოასწრო.

ექსტრემალური ყველგანმავალის შექმნა კინოსტუდია Sony Pictures-ის დაკვეთით მოხდა.  პროექტში რამდენიმე ტუნინგ ატელიე ჩაერთო და შედეგი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.

მიუხედავად მრავალფეროვანი განახლებებისა, ავტომობილი ჩვეულებრივი მოხმარების გზებზეც დაიშვება. მოდელს კაპოტის ქვეშ სტანდარტული 2,2 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავი აქვს და აგრეგატს 405 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები