LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სწრაფი Genesis: პირველი რეალური ფოტოები

105
ყველაზე სწრაფი Genesis პირველი რეალური ფოტოები

ყველაზე სწრაფი Genesis-ის პირველი ჯაშუშური ფოტოები გავრცელდა. პაპარაცებმა დააფიქსირეს Magma სერიის „დამუხტული“ GV60 კროსოვერის პროტოტიპი, რომელიც საავტომობილო გზებზე მძიმე კამუფლაჟის გარეშე გადის ტესტირებებს. ფოტოებიდან ირკვევა, რომ სერიული ვერსია დიზაინით ძალიან ჰგავს გასულ წელს გუდვუდში ნაჩვენებ კონცეპტს. ექსპერტების ვარაუდით, კროსოვერი 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3.4 წამზე ნაკლებ დროში დააფიქსირებს, რაც მას აქამდე შექმნილ Genesis-ებს შორის ყველაზე დინამიკურად აქცევს.

სატესტო პროტოტიპს შავი ქსოვილი ფარავს, თუმცა წინა ნაწილი თითქმის სრულად ჩანს.

სერიულ GV60 Magma-ს კაშკაშა ნარინჯისფერი კორპუსი ექნება, თუმცა Genesis  აუდიტორიისთვის თვალის ახვევას ცდილობს და პროტოტიპი მუქი ნაცრისფერი პანელებით ააწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები