LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელი მიკროავტობუსები ბრუნდება

282
715A8A0C-1F0A-47C0-9E84-436B985CD5BD-w1080-h608-s

დედაქალაქში “ყვითელი მიკროავტობუსები” კვლავ ბრუნდება, თუმცა ახალი დანიშნულებით და ფუნქციით. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მათი სატრანსპორტო საშუალება მოემსახურება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საყოველთაო კარანტინის პირობებში მუშაობას აგრძელებენ. ამ დროისათვის კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ორგანიზაციებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა.

“სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “თბილისის მიკროავტობუსი” მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა, სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოთხსენებული ტიპის ორგანიზაციისთვის, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე, შესაბამისად, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურეობა (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე ასევე განმარტებულია, რომ პრევენციის მიზნით, მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალებას, ყოველდღიურად  დეზინფექცია ჩაუტარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g