LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილი: „რატომ დავბრუნდი მედიაში, თუ აქამდე ეს კითხვა ისმებოდა, მგონი, დღეს ამ კითხვას აღარ დასვამენ“

85
ზაალ უდუმაშვილი

„TV პირველის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანი ზაალ უდუმაშვილი იქნება. უდუმაშვილი ამ დრომდე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან.“

ზაალ უდუმაშვილმა მედიაში დაბრუნების მიზეზებზე „TV პირველის“ ეთერიდან ისაუბრა:

„რატომ დავბრუნდი მედიაში, თუ აქამდე ეს კითხვა ისმებოდა, მგონი, დღეს ამ კითხვას აღარ დასვამენ, განსაკუთრებით იმ რეზოლუციის შემდეგ, რომელიც დღეს მიიღო ევროპარლამენტმა, პირველ საფრთხედ შეფასებულია მედიის თავისუფლების (შეზღუდვა) და ის საშიშროება, რომლის წინაშეც დღეს ქართული მედია დგას და სწორედ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი.“– განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ზაალ უდუმაშვილი ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებას ეკო მაღრაძესთან ერთად ორშაბათიდან, 13 ივნისიდან წაიყვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები