მაღაზია ”ზაერი” მომხმარებელს ბაღის აქსესუარებს, საყვავილეებსა და ნახატებს სთავაზობს.
როგორც მაღაზიის დირექტორმა გიორგი ჯანელიძემ ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მაღაზიაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მეტალის დეკორატიული მაგიდები, სკამები, ე.წ. ფანჩატურები, საქანელები, საყვავილეები, პატარა ქანდაკებები და სურათები.
მისივე ინფორმაციით, პროდუქცია მაღალი ხარისხისაა და ამერიკიდან ჩამოდის. მაღაზია ”ზაერი” ფალიაშვილის 72 ნომერში მდებარეობს.