LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხული 2020 – შევძლებთ თუ არა ზღვაზე დასვენებას: როგორ შეცვალა პანდემიამ ტურისტების ცხოვრება

313
download

არავინ იცის როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია. ამბობენ, შესაძლოა, კორონავირუსი მაღალმა ტემპერატურამ მოკლას, მაგრამ ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები უკვე მუშაობენ იმ ნორმებზე, რომლის შესრულებაც ყველა ტურისტს მოუწევს. პანდემიის შემდეგ აეროპორტებსა და სასტუმროებში განსხვავებული წესების დაცვა მოგვიწევს.

სავარაუდოდ გამგზავრებადე სისხლის ანალიზის გაკეთება და სანიტაიზერების გამოყენება მოგზაურებისთვის ჩვეულ რეალობად იქცევა.

გადავავლოთ თვალი აეროპორტებში უკვე შეცვლილ მდგომარეობას.

ჰონგკონგში ცდიან მოწყობილობას, რომელიც 40 წამში სრულ დეზინფექიას ატარებს. ამ მოწყობილობას შეუძლია, ვირუსის ინფექციის მოშორება როგორც კანის, ასევე ტანსაცმლის ზედაპირიდან.

ავიაკომპანია „დელტას“ წარმომადგენლები აპირებენ, ოთხსავარძლიანი დასაჯდომები საერთოდ გააუქმონ და მხოლოდ ერთმანეთისაგან დაშორებული ორი სკამი დატოვონ. შესაბამისად საერთო სახელურის სხვა მგზავრებთან გაზიარება აღარ მოგვიწევს.

ძნელია, გადაჭრით ვთქვათ, რომ დამსვენებლები სანაპიროებზე გასვლისგან  თავს შეიკავებენ. ორმეტრიანი დისტანციის დაცვა პლაჟებზე ძნელი წარმოსადგენია.

აშშ-ში ზოგიერთმა შტატმა მოსახლეობა გააფრთხილა თავი შეეკავებინათ ზღვაზე ბანაობისგან.

„შეჩერდი, გატრიალდი და უკან გაბრუნდი“, – ასეთი წარწერა ხვდება დამსვნებელს ნიუ-ორკის კუნძულის მონახულების მსურველს. ოფიციალურად კუნძულის მონახულება აკრძალული არაა, წარწერა ადგილობრივმა გააკეთა.

დისტანციის დაცვის აუცილებლობას ბევრი ქვეყნის სასტუმროები განიხილავენ. გეგმავენ დამსვენებლების სასტუმროებში ერთი ნომრის გამოტოვებით განაწილებას. ეს კი აშკარად ფინანსურად მომგებიანი არ იქნება.

სიტუაცია შეიცვლება რესტორნებშიც. თუკი სანაპიროდან წამოსულს რესტორანში შესვლა მოგინდებათ, დიდი ალბათობით სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით.

პორტუგალიაში სანიტაიზერების გარდა ე.წ. შვედური მაგიდების გაუქმებასაც აპირებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ .ე.წ. შვედური მაგიდა ვირუსის გავრცელების რისკს შეიცავს. ისევე როგორც აუზები, ბარები და პლაჟები.

აქედან გამომდინარე არსებობს ვარაუდი, რომ გაიზრდება მთის კურორტებზე მოთხოვნა.

დასვენება წესებით არ ჟღერს მომხიბვლელად, თუცა ახალი წესების დაცვა ვირუსის პრევენციას აუცილებლად მოახდენს.

გამოითქვა ვარაუდი, რომ შიდატურიზმი უფრო მოთხოვნადი გახდება. ხალხი ნაკლებად მოინდომებს უცხოეთში მოგზაურობას და „შვებულება სახლში“ აქტუალური გახდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფრენების რიცხვი პანდემიამდე არსებულს 2023 წლამდე ვერ გაუტოლდება.

შავი ზღვის სანაპიროზე წელს სავარაუდოდ სეზონი არ ჩავარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ ზღვში ბანაობასა და კოვიდ-19 შორის პირდაპირი რისკის კავშირი ჯერ არავის დაუდგენია.

„სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა გაიარა, იქაც სანაპიროზე გარკეულ წესებს მიმართავდენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება. სანაპიროებზე სიმჭიდროვე კონტროლირებული იყო. რეკომენდაციები სეზონთან მიახლოებისას უფრო ზუსტი იქნება“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ზაფხულამდე სულ ცოტა დრო რჩება. აშკარაა კორონავირუსი დასვენების დიდ არჩევანს არ მოგვცემს. თუმცა ჯერ იმედის ბოლომდე გადაწურვა ალბათ მაინც არ ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g