LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულიდან 27 ახალი ავიამიმართულება დაგვემატება

95
flights-generic

COVID 19- ის გავლენა ავიაციაზე და სამომავლო პერსპექტივები – ეს იმ ვებინარის ძირითადი თემა იყო, რომელზეც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ვაკო ჭილაშვილმა ისაუბრა.

“მიუხედავად მკაცრი და მყისიერი შემზღუდველი ზომებისა საავიაციო ინდუსტრიის მოლოდინები დამყარებული იყო პანდემიასთან სწრაფი გამკლავების სცენარზე. სრული ჩაკეტვის პირველ თვეში (2020 წლის აპრილს) მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების ყოველთვიური მოცულობა საშუალოდ 460 მლნ ადგილიდან 150 მლნ-მდე შემცირდა. პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91%-იანი კლება განიცადა ევროპის საავიაციო ბაზარმა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით ვიდრე ეს სხვა კონტინეტებზე დაფიქსირდა”, -ამბობს ჭილაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს, მისი ინფორმაციით, მარტის თვეში საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ ოპერირებას ახორციელებდა 17 ავიაკომპანია, პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდებოდა 18 მიმართულებით. ამ მიმართულებებს ზაფხულის სეზონზე დაემატება კიდევ 27 მიმართულება.

,,გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს რამდენიმე ახალი ავიაკომპანია, იმედი გვაქვს, რომ თუ მსოფლიოსა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს 2021 წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტების მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40-45%-თაც კი აღდგეს”, – განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g