ზაფხულის სეზონზე ბათუმის რეისებით რამდენიმე ავიაკომპანია დაინტერესდა. როგორც ”ფორტუნას” სამოქალაქო ავიაციის საგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ განუცხადა, სააგენტომ ფრენის უფლება უკვე მიანიჭა ”ურალის ავიახაზებს”.
ავიაკომპანია რეისებს ბათუმის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, სამარადან და ეკატერინბურგიდან შეასრულებს.
შარჟა – ბათუმის რეისებს შეასრულებს ავიაკომპანია ”ეარ არაბია”, ხოლო ყაზახური ”სკატი” აქტაუნ-ბათუმის მიმართულებით იფრენს. თელავივი – ბათუმის მიმართულებით ფრენას იწყებს Israel Airlines-იც.
”ყველას აინტერესებს ზაფხულის სიხშირე, რადგან ზაფხულში იმატებს ტურისტების ნაკადი. რუსეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ირანიდან, ისრაელიდან ვფიქრობ, წელს ტურისტების ბუმი იქნება და წელს ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება” – განუცხადა ”ფორტუნას” ჯალაღონიამ.