ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, საქართველოს აეროპორტებში ყველაზე მეტი რეისი თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა განახორციელა.
ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ეს ბუნერივიცაა, რადგაც საქართველოსთვის სტამბოლის ორივე აეროპორტი ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული ჰაბია, საიდანაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და პირიქით, ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში მოხვედრა საკმაოდ მარტივია.
„ავიანიუსმა“ რეისების შესახებ ინფორმაცია „ტავ ჯორჯიასგან“ გამოითხოვა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული რეისებით, TOP-5 ავიაკომპანიაში მოხვდნენ: Turkish Airlines – 317 რეისი; Georgian Airways – 294 რეისი; Fly Dubai – 225 რეისი; Pegasus Airlines – 210 რეისი; Belavia – 141 რეისი.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, ამავე პერიოდში, იქ ყველაზე მეტი რეისი შემდეგმა ხუთმა ავიაკომპანიამ განახორციელა: Belavia -213 რეისი; SkyUp Airlines – 199 რეისი; Flynas – 112 რეისი; Yanair – 94 რეისი; ISRAIR – 83 რეისი;