“ტავ ჯორჯიამ” 2017 წლის მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ტოპ ხუთი ავიაკომპანია დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
მათი ცნობით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტში აპრილი – ივლისის პერიოდში, ყველაზე მეტ მგზავრს Georgian Airways მოემსახურა.
რეიტინგში მეორე ადგილზეა Turkish Airlines-ი, სამეულშია – უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები. ხუთეულში ბოლო 2 პოზიციას რუსული Aeroflot-ი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების Flydubai ინაწილებს.
“ტავ ჯორჯიას” არ დაუკონკრეტებია რამდენ მგზავრს მოემსახურა აღნიშნული ავიაკომპანიები.