ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 12 წლის აყვანილი ქალიშვილის, ზაჰარას ბიოლოგიურ დედას შვილთან შეხვედრა სურს.
მენტევაბ დავიტ ლებიზო ეთიოპიაში ცხოვრობს. მას სურს, მისმა შვილმა იცოდეს, რომ დედამისი ცოცხალია. ქალბატონს ქალიშვილთან საუბარიც სურს. „არ მინდა მისი დაბრუნება, უბრალოდ მინდა დავეკონტაქტო და დაველაპარაკო“, – განაცხადა 31 წლის ლებიზომ.
ვარსკვლავურმა წყვილმა ზაჰარა 2005 წელს იშვილა, როდესაც გოგონა 6 თვის იყო. ერთი წლის შემდეგ პიტი ოფიციალურად მისი მამინაცვალი გახდა, მას შემდეგ ლებიზოს გოგონასთან ურთიერთობის საშუალება აღარ ჰქონია.
ცნობილია, რომ თავდაპირველად ჯოლიმ და პიტმა იცოდნენ, რომ ზაჰარა ობოლი იყო. 2007 წელს კი, როდესაც ლებიზომ პირველი ინტერვიუ მისცა, გაირკვა, რომ ის ცოცხალია.