LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზაჰესის ხიდი არ ჩანგრეულა, ეს სიცრუეა”

141

“ზაჰესის ახლადაშენებული ხიდი არ ჩანგრეულა, ეს სიცრუეა”, – ეს განცხადება “ფორტუნასთან” მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა გააკეთა. მათი განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ ასახავს.

კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, არა ხიდი, არამედ ხიდთან მისასვლელი გზა დაზიანდა, რომლის აღდგენის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

“10 ივნისს, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, მიწაყრილი გამოეცალა ზაჰესის ხიდისკენ მიმავალ გზას. იმავე დღეს დაიწყო საყრდენი კედლის მშენებლობა”, – განმარტეს კეთილმოწყობის სამსახურში.

მათივე ცნობით, გზის აღდგენის სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის მშენებლობა 20 მარტს დასრულდა. მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი  50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.

ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ენ სი სიმ“ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 000 000 ლარი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g