LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!“ – აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე

139
ისაკო დევიძე

19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძემ, რომელიც მოსამართლემ 8-დღიან პატიმრობაში დატოვა, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ 2 პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 2 700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ისაკო დევიძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ მშრალ შიმშილობას საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული ადამიანების სოლიდარობის ნიშნად იწყებს:

„რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!

რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ.

საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ისაკო დევიძე სოციალურ ქსელში.

შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, ჯამში, 16 პირი დააკავეს – უწყება განცხადებას ავრცელებს

რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის…

Posted by Isako Devidze on ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2024

შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავა – მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g