LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზახაროვა: პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება

104
მარია ზახაროვა

„პროვოკაციას, რომელიც უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დარტყმისკენ უბიძგებს, რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, დასავლეთის ქვეყნების მრჩევლები, რომლებიც რჩებიან უკრაინის გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებში, სულაც არ იქნება პრობლემა რუსეთის საპასუხო ზომებისთვის.

ვინმეს თუ ექნება სურვილი, გარედან ჩაერიოს უკრაინის სიტუაციაში, საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება – პუტინის მორიგი მუქარა

„უკრაინის შეიარაღებული ძალების ასეთი დანაშაულებრივი ქმედება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ შეიძლება, უპასუხოდ დარჩეს.

ვისურვებდი, რომ კიევმა და დასავლეთის დედაქალაქებმა სერიოზულად მიიღონ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, რომ უკრაინის შემდგომი პროვოკაცია რუსულ ობიექტებზე დარტყმის კუთხით, აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მკაცრ პასუხს.

ჩვენ არ გირჩევთ ჩვენი მოთმინების შემდგომ გამოცდას. რუსეთს გადაწყვეტილი აქვს მიაღწიოს სპეცოპერაციის დასახულ მიზნებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g